ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სამი ნიღბიანი პირი დოლიძეების ოჯახში წუხელ, გვიან ღამით შეიჭრა. არსებული ინფორმაციით ,ოჯახის წევრებმა სამ შეიარაღებულ პირს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც თავდამსხმელებმა ოჯახის ერთ-ერთი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის განცხადებით, პაციენტს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
"მას გაუკეთდა უკვე ოპერაცია და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", _ უთხრა "ინტერპრესნიუსს" მდინარაძემ.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კრიმინალისტები. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო