ე.წ. თურქი მესხების რეპატრიაცასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან 5 000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თავის თურქ კოლეგა აჰმეთ დავუთოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამ 5 000 განცხადებიდან 800-ზე მეტი "ვიწრო დამუშავების პროცესშია". როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი იმისათვის, რომ ისინი ჩამოსულიყვნენ და ადგილზე ენახათ შესაძლებლობა თუ სად შეიძლება დაბრუნდნენ.
"ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება ევროსაბჭოს წინაშე და ვაპირებთ, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ. მომდევნო კვირებში იგეგმება, რომ ამ მიმართულებით პროგრესი იქნება და შესაბამის კანონში ცვლილება ინიცირებული იქნება საქართველოს იუსტიციის მიერ, რომელიც საშუალებას მისცემს მათ დაბრუნდნენ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მისნიტრის განცხადებით, არის გარკვეული ვადები, რომელიც უკვე სრულდება და თუ ამ ვადებში ვერ განხორციელდა მათი დაბრუნება, შეიძლება ეს იყოს პრობლემა.
"ამიტომ ჩვენ იუსტიციის სამინსიტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იქნება კონკრეტული შედეგი", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.