თურქეთში არსებულ ქართულ ეკლესიებთან და საქართველოში თურქულ მეჩეთებთან დაკავშირებით ერთობლივად ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ,აჰმეთ დავუთოღლუმ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშავდება პროტოკოლი.
"მეჩეთი თუ ეკლესია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა და მზად ვართ, მის რეაბილიტაციას ყველანაირად შევუწყოთ ხელი. ვიმედოვნებთ, რომ იგივე დამოკიდებულება აქვს ქართულ მხარესაც. ეს საკითხი დაისვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თურქეთში შეხვედრაზეც", - განაცხადა აჰმედ დავუთოღლუმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება დადებიტად გადაწყდება და მისი თქმით, ეს არის მეგობრობის ხიდი საქართველოსა და თურქეთს შორის.