რიჩარდ ნორლანდი ქალთა პოლიტიკურ ყრილობას დაესწრება

რიჩარდ ნორლანდი ქალთა პოლიტიკურ ყრილობას დაესწრება

აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი ხვალ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ქალთა პოლიტიკურ ყრილობას დაესწრება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ყრილობაში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან ლიდერი და ახალგაზრდა პოლიტიკოსი ქალები. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, იმსჯელებენ პარტიებს შორის თანამშრომლობაზე და დასახავენ სამომავლო კავშირების შესაძლებლობებს. 

კონფერენციის ძირითადი თემებია – "როგორ ვიყოთ პარტიის პრესსპიკერი", "გამოწვევები ქალბატონებისთვის პოლიტიკური კამპანიის წარმოებისას", "ქალები მთავრობაში - უცხოური პერსპექტივა".

ამერიკის მთავრობა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, პოლიტიკაში ქალთა აქტიურ მონაწილეობას მხარს უჭერს.