სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის დეპუტატები, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ.
სამინისტროს ცნობით, ახალქალაქში ჩატარდა სპორტული ტურნირი, გამარჯვებულები კი პირადად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დააჯილდოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, სოზარ სუბარი პირველი მინისტრია, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა.