ელისო ჩაფიძე სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა

ელისო ჩაფიძე სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელ თემურ ჩუბინიძესთან ერთად სოფელ ორპირის მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მასწავლებლებმა სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ხოლო მოსახლეობამ სოფელში არსებულ სოციალურ პრობლემებზე და დასაქმებაზე ისაუბრა.

დეპუტატმა და გამგებელმა მასწავლებლებსა და მოსახლეობას სოფელ ორპირსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომავალში განსახორციელებელი პროექტები და გეგმები გააცნო.

ელისო ჩაფიძე ანალოგიურ შეხვედრებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მოსახლეობასთანაც გეგმავს.