საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი ქუთაისში საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონტრაქტორებთან 2013 წლის გეგმა და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკები დეტალურად განიხილა.
ზაქარია ხუნძაყიშვილი კომპანიების წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ საგზაო პროექტები ყველა ტექნოლოგიური ეტაპის დაცვით განხორციელდება. მისივე თქმით, კომპანიებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე სამუშაოს დასრულებას არავინ მოსთხოვს, რაც აქამდე კონტრაქტორ ორგანიზაციებს პრობლემებს უქმნიდა.
როგორც ზაქარია ხუნძაყიშვილმა აღნიშნა, დეპარტამენტი მთელი წლის განმავლობაში სამუშაოების წარმოების გრაფიკებსა და ხარისხზე მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებრე მონაკვეთებიც დაათვალიერა.