სააქციო საზოგადოება "საქართველოს რკინიგზის" დირექტორად მამუკა ბახტაძე დაინიშნა.როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს, სამეთვალყურეო საბჭომ ბახტაძის დანიშვნის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. დირექტორის თანამდებობა სამი თვის განმავლობაში ვაკანტური იყო.
მამუკა ბახტაძე 1982 წელს თბილიში დაიბადა, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INშEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.