მოლაპარაკებების შედეგად, ქართველ ძალოვანებს ოსურმა მხარემ ორი პატიმარი გადასცა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდეტი ადგილიდან იუწყება , დაკავებული ამირან ჯეირანაშვილი და ლევან შუბითიძე ცხინვალიდან დღეს დილით გაათავისუფლეს. ორივე მათგანი ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მკვიდრია, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.
ძალოვანი უწყების ცნობით, ხვალისთვის ოსური მხარე კიდევ ორ დაკავებულს - ანა გიგოლაევასა და ირა ხუბაევას გაათავისუფლებს. რაც შეეხება დღეს დაკავებულ სოფელ კირბალის მკვიდრს, 18 წლის უშანგი დოთიაშვილს, მისი გათავისუფლება ზეგისთვის იგეგმება.
ცხინვალელ სამართალდამცველებთან მოლაპარაკებში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის გარდა, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენის ხელმძღვანელობა მონაწილეობდა.