პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ის, სავარაუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აცნობა.
"ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ხვალიდან ძალაში იქნება და პრეზიდენტს აღარ ექნება არასწორი მექანიზმის გამოყენების ცდუნება. ხელისუფლება უფრო მშვიდ ვითარებაში შეძლებს მუშაობას და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში არჩევნების გარეშე ვერავინ ვეღარასდროს შეძლებს შეცვალოს მთავრობა, რომელსაც ხალხის ნდობა აქვს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.