საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა 2012 წლის მანძილზე პრემიის სახით 61 850 ლარი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს.
როგორც სააგენტოდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, "ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა პრემიის სახით სექტემბერში 12 500 ლარი, ოქტომბერში - 9 000 ლარი, ხოლო 2013 წლის იანვარში 3 000 ლარი აიღო. აქვე აღვნიშნავთ, რომ სააგენტოს საშტატო ნუსხის მიხედვით, გენერალური დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსზაღვრულია 2950 ლარით. შესაბამისად, ნიკოლოზ ვაჩეიშვილს 2012 წლის სექტემბერში პრემიის სახით ჩაერიცხა ხელფასის 4-მაგი, ხოლო ოქტომბერში 3-მაგი ოდენობა", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.