საპარლამენტო უმრავლესობა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე "ნაციონალური მოძრაობისგან" დღეს კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინათინ ხიდაშელმა განუცხადა. მისივე თქმით, რისთვის არის მზად უმრავლესობა, ამის შესახებ ცნობილი "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებების შემდეგ გახდება.
"სააკაშვილის დემაგოგიის გარდა, დღემდე კონკრეტული თემა მათგან არ გაგვიგია. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში უმცირესობის სახით გაცილებით რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები არიან წარმოდგენილი, რომლებიც დღეს თავის წინადადებებს მოიტანენ. ამიტომ, ჩვენ მოვუსმენთ რას გვთავაზობენ, რა წუხილები აქვთ და საზოგადოებას ამის შემდეგ გავაგებინებთ ყველაფერს. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და ჩვენს ვარიანატებზე ვისაუბრო", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, კონსლუტაციები ამ დრომდე იმ მიზეზით არ გაიმართა, რომ პავლე კუბლაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოში მის დაბრუნებამდე დრო ითხოვა.