2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიორგი ბოკერიამ პრემიის სახით 45 850 ლარი აიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს.
IDFI-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილმა პრემიის სახით - 38 930 ლარი, მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ - 47 456.87 ლარი, მდივნის მოადგილე ლევან დუჩიძემ - 41 351.50 ლარი, მდივნის მოადგილე თორნიკე თურმანიძემ - 39 555 ლარი აიღო.
"უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3 540 ლარს. აქედან გამომდინარე, გიგა ბოკერიამ 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით მთლიანობაში პრემიის სახით ხელფასის ერთმაგი ოდენობა ჩაერიცხა.
მთლიანობაში უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის ოთხ მოადგილეზე პრემიის სახით 13 თვის მანძილზე გაიცა 213 143.37 ლარი, ხოლო ამავე პერიოდში აპარატის სხვა თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაიცა 373 905 ლარი", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.