დღეს ცნობილი გახდა თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ქმარმა ცოლი წამებით მოკლა, შემდეგ კი, პოლიციას ჩაბარდა.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტეპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, 20 მარტს ორხევის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარ ავტომანქანაში დანით მოკლა. მოგვიანებით, ამავე მანქანით, ცხედრიანად მივიდა პოლიციაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოკლული თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ამავე ბაღში ამ დრომდე მუშაობს მოკლულის დედამთილი. აღსაზრდელთა მშობლები სამსახურიდან მის დათხოვნას ითხოვენ.