ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გაფიცული თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ამ დროისთვის თბილისის ელვამავალმშენებელ ქარხანასთან დაახლოებით 20 თანამშრომელია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ სამი თვეა ხელფასი არ მიუღიათ და არ აქვთ სამუშაო პირობები, რის გამოც ხშირად ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ და მკურნალობის ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ.
გაფიცულთა ინფორმაციით, დირექცია მათ მოთხოვნებზე პასუხობს, რომ ჩასატარებელია ტენდერი, რათა შეკვეთა მიიღონ, შესაბამისად იყოს სამუშაო და თანამშრომლებს ხელფასი მიეცეთ.