საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი ელჩების დანიშვნის წინადადებით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი ელჩების დანიშვნის წინადადებით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს უცხოეთის ქვეყნებსა და ორგანიზაციაში ხუთი ახალი ელჩის დანიშვნის წინადადებით მიმართა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელლმძღვანელთა კანდიდატურები გუშინ წარუდგინა.
ოფიციალური ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინების გათვალისწინებით, პარლამენტში შევიდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შემდეგი კანდიდატურები:

ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ხათუნა სალუქვაძე; ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე; თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

ირაკლი კოპლატაძე; აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თეიმურაზ შარაშენიძე და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე კონსტანტინე კორკელია.