სასტუმრო "რედისონში" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ მე-12 საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" – GIOGIE-2013 გახსნა.
კონფერენციაზე მდგრადი განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, აგრეთვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პესრპექტივებს. ასევე განიხილება ენერგოსექტორში დაგეგმილი და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ედუარდ სტავიცკი, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. კონფერენციას ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ყაზახეთის საელჩოების წარმომადგენლები, ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე კომპანიები და ექსპერტები.