სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბის წევრები ხვალ გორში გაემგზავრებიან. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გორში სტიქიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე გაეცნონ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, გორის სოფლებში 110 ნაგებობაა დაზიანებული, გორში კი 35 კორპუსი დაზიანდა. ამ დროისთვის ქალაქის აღწერა დამთავრებულია. 23 000 კვადრატულ მეტრზე დაზიანებულია სახლის სახურავები.