აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქციას, რომელიც განათლების სამინისტროსთან იმართება, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები , სხვადასხვა არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე შეუერთდა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნიაზ დიასამიძემ განაცხადა, სტუდენტები საპროტესტო აქციებს არ უნდა მართავდნენ და უნივერსიტეტში ლექციებს ესწრებოდნენ. თუმცა, როგორც ნიაზ დიასამიძემ განაცხადა, განათლების სამინისტრომ მიიღო აბსურდული გადაწყვეტილება და აგრარულ უნივერისტეტს გაუუქმა ავტორიზაცია.
"პოლიტიკურია თუ აპოლიტიკური ეს გადაწყვეტილება, მე არ მაინტერსებს. ფაქტია, რომ აბსურდულია ეს გადაწყვეტილება და ამის მოგვარება განათლების სამინისტროს მარტივად შეუძლია. შესაბამისად, სტუდენტები აქ კი არ უნდა იდგნენ, არამედ აგრარულ უნივერსიტეტში ლექციებს ესწრებოდნენ. იმედია, ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება", - აღნიშნა ნიაზ დიასამიძე.
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები რამდენიმე დღეა, აგრარული უნივერისტეტისათვის ავტორიაზციის დაბრუნებას ითხოვენ.
განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ პრობლემა უსწრაფესად მოგავრდება.