ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ცნობილია, რომ დღეს საუბრის ძირითადი თემა იქნება მავთულხლართით ოკუპირებული ტერიტორიის გამიჯვნა და ეთნიკურად ქართველი და ოსი ეროვნების პატიმრების გათავისუფლების საკითხი. ქართულმა მხარემ წინა შეხვედრაზეც გააპროტესტა მავთულხლართების საკითხი.
ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს მავთულხლართების გაველაბს და ს ე.წ. და საქართველოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.