დღეიდან დიდი მარხვა დაიწყოა. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთება წანდილი.
დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა.
გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ. ეს არის დღეები, რომელიც ამზადებს ქრისტიანებს ბრწყინვალე აღდგომისთვის. მარხვაში ადამიანს ევალება, გააძლიეროს ლოცვა - ილოცოს თავისი მოყვასისა და სამშობლოსათვის.
დიდი მარხვა 5 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.