საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. როგორც "ინტერპრესნიუსს" "112"-იდან აცნობეს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სინოპტიკოსები დღეიდან ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ძლიერ ქარებს პროგნოზირებენ, რომელიც შესაძლოა მომდევნო 3 დღე გაგრძელდეს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი, დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია, იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში.
ამის მიზანია, "112"-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.