სასწრაფოდან გათავისუფლებული ექიმები 19 მარტიდან საპროტესტო აქციების დაწყებას მერიის შენობის წინ გეგმავენ. მედიკოსები მამუკა ქაცარავას სიცრუეში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქაცარავამ ისინი და საზოგადოება მოატყუა.
როგორც ექიმი ზურაბ ლატარია აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეები ირმა ნერგაძე და დავით სალაღაია თანანმდებობაზე ამ დრომდე რჩებიან და მოშიმშილე ექიმების მოთხოვნები ჯერ არ დაკმაყოფილებულა.
მისივე თქმით, საკითხი პოლიტიზებულია, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" სასწრაფოში ნაცადი მეთოდით - დაშინებით 19 აპრილისთვის ემზადება.
"თუ ხვალ დირექტორის მოადგილეებს, ირმა ნერგაძესა და დავით სალაღაიას არ გაათავისუფლებენ, ექიმები მამუკა ქაცარავას გადადგომის მოთხოვნით მერიის წინ საპროტესტო აქციებს სამშაბათიდან დაიწყებენ", - აცხადებს ლატარია.