ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი დალოცა. პატრიარქის დალოცვას დეპარტამენტის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.