დღეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, დისკუსიის თემაა - "როგორ დავუბრუნოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს" .
ამ თემის განსახილველად ილია ჭავჭავაძის ფონდი და საინიციატივო ჯგუფი - თამაზ ტყემალაძე, ია დანელია, ლელა რაზიკაშვილი და ავთანდილ არაბული ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბებიან. დისკუსია 14:00 საათზე დაიწყება.