ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თავდაცვის ყოფილი მინისტრის , ირაკლი ოქრუაშვილის მოსმენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადება უცნაურს უწოდებს.
როგორც ეკა ბესელიამ დღეს "პირველი რადიოს" რადიოკლუბში აღნიშნა, ოქრუაშვილის განცხადება "ცოტა უცნაურია".
"აუცილებელია, ამ საკითხზე შესაბამისი დამატებითი ინფორმაციის მიღება. მე პირადად შემიძლია ჩემი ვარაუდი გამოვთქვა, რომ მე არ მგონია და არ ვუშვებ, რომ ირაკლი ალასანიას დავალებით ვინმე ახორციელებდა უკანონო მოსმენებს",- ახადებს ბესელია.
მისივე თქმით, თუ უკანონო მოსმენა მართლაც ხორციელდებოდა, ალბათ ასეთი რამის გამოძიება პროკურატურას არ გაუჭირდება.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ "ღია ეთერში" განაცხადა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საფრანგეთში უსმენდნენ.