საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხიდაშელის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ასამბლეის დაწყებამდე კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა სხვადასხვა საკითხებზე.
"დიდი იმედი მაქვს, რომ სტრასბურგში ბიძინა ივანიშვლის ყოფნის დროს ორმხრივი შეხვედრებიც იქნება", – აღნიშნა ხიდაშელმა.
ამასთან, ასამბლეაზე იგეგმება ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაც. წინასწარი ინფორმაციით, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 20 აპრილის შემდეგ გაიმართება.