მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთი ამ დროისთვის დაკეტილია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზაზე ჩამოსულია რამდენიმე ზვავი, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზების დეპარტამენტის ტექნიკა არენდით სამუშაოებს უკვე აწარმოებს.
"გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ჩამოწოლილია რამდენიმე ზვავი, მათ შორის ერთი 10 მეტრიანია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა ადგილზე უკვე შევიდა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამინდის ბიუროს ცნობის შესაბამისად წინ წავლენ და გზა შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიწმინდება", - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
საქართველოს საავტომობილო გზის სხვა მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.