სამართალდამცველებმა ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას ვაჟი, ბექა ხოფერია დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა , ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ხოფერიას დაკავება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მოხდა.
"ბექა ხოფერია და კიდევ რამდენიმე პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევრის გამოა დაკავებული, თუმცა, დეტალებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ხვალ გაავრცელებს", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.