ირაკლი ღარიბაშვილი 18 მარტს პარლამენტს ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი 18 მარტს პარლამენტს ეწვევა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 18 მარტს პარლამენტს ესტუმრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში უმცირესობამ გასულ კვირას დაიბარა. ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატები კითხვებს 8 თებერვლის მოვლენებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დაუსვამენ.