გენადი ონიშენკო უკმაყოფილოა იმით, რომ აკრძალული

გენადი ონიშენკო უკმაყოფილოა იმით, რომ აკრძალული "ბორჯომი" ბაზარზე მაინც ხვდება

რუსეთის მთავარი სანიტარი, გენადი ონიშენკო უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთში აკრძალული ქართული "ბორჯომი" ქვეყნის ბაზარზე ბელორუსის გავლით მაინც ხვდება. ამის შესახებ რუსეთის მთავარმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ბორჯომი" მოსკოვის მაღაზიებში –ეს არის უხეში დარღვევა, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ ბელორუსი არ იცავს ჩვენს მიერ მიღწეულ შეთანხმებას",-განაცხადა ონიშენკომ.
მისი თქმით, "ბორჯომი" აკრძალვის პერიოდშიც ხელმისაწვდომი იყო მოსკოვის ზოგიერთ ბაზრობაზე.