არჩილ კბილაშვილი ბიზნესმენებს ხვდება

არჩილ კბილაშვილი ბიზნესმენებს ხვდება

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ბიზნესმენებს ხვდება. შეხვედრა მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს. 

არჩილ კბილაშვილთან შეხვედრას საბანკო სექტორის წარმომადგენელებიც ესწრებიან. შეხვედრის დაწყების წინ მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკითხებზე იქნება საუბარი.

მთავარი პროკურორი და ბიზნესმენები, სავარაუდოდ, კომენტარებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.