საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გიორგი ბარათაშვილი დღეს სასამართლოში ორ სარჩელს შეიტანს.
ერთი სარჩელი გენდირექტორის პოსტზე მის აღდგენას, მეორე კი – დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას ეხება. სარჩელები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრები დოდო შონავა, დავით არველაძე და თორნიკე კაციტაძე კანდიდატებს მოუწოდებენ, რომ არ ღირს ამ ეტაპზე გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებეულ კონკურსში მონაწილეობის მიღება, რადგან სიტუაცია ჯერ გაურკვეველია.
ამასთან, საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ შექმნილია აბსურდული სიტუაცია და ამ აბსურდის უფრო გასაღრმავებლად გამორიცხული არ არის, საზოგადოებრივი მაუწებლის 550-ვე თანამშრომელმა, ვინც სამეურვეო საბჭოს უნდობლობა გამოუცხადა, კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანონ.