ხელვაჩაურის დაკავებულ გამგებელს სამედიცინო დახმარებას უტარებენ

ხელვაჩაურის დაკავებულ გამგებელს სამედიცინო დახმარებას უტარებენ

ხელვაჩაურის რაიონის გამგებელს, ლევან ლორთქიფანიძეს ექიმები პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპოდენტი იტყობინება. 

ამასთან, გამგოების შენობასთან პოლიციელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ადგილზე იმყოფებიან, აგრეთვე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.
ამასთან, ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის მოადგილე ნოდარ შარაბიძე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა.

შარაბიძისა და ლორთქიფანიძის დაკავების შესახებ შს სამინისტრომ ოფიციალურ განცხადება დღეს გაავრცელა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.