სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მაია ხასიას განცხადებით, იქნება თუ არა ხვალ ის ამ თანამდებობაზე, ამის შესახებ სასჯელარსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა იცის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მაია ხასიამ განუცხადა.
"დღეს ვარ თანამდებობაზე, ხვალ ვიქნები თუ არა, ჰკითხეთ სოზარ სუბარს",-განაცხადა მაია ხასიამ.
მაია ხასიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ამ ინფორმაციაზე კომენტარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში ამ დრომდე არ აკეთებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიგა გიორგაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარისთვის ჟურნალისტებმა პრესსამსახურს უნდა მიმართონ. პრესსამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება კი, ამ დრომდე ვერ ხერხდება.