განათლების სამინისტროსთან დაგეგმილ აქციას აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად თსუ-ს სტუდენტების ნაწილიც შეუერთდება.
ამის შესახებ სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. სტუდენტები ჰქონდათ ტრანსფარანტები:"დღეს მე ვარ მსხვერპლი, ხვალ შენ გახდები"; "დღეს მეც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ".
თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, რომ არსებობს საფრთხე – პრობლემები, რომელიც აგრარული უნივერისტეტის სტუდენტებს აქვთ, სხვასაც შეექმნას.