უჩა ნანუაშვილი:  ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში დარღვევები არსებობს

უჩა ნანუაშვილი: ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში დარღვევები არსებობს

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში პროცედურული დარღვევები არსებობს და ეს ცალსახაა, - ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს დასკვნას, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების - თენგიზ გუნავას, ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის საქმეებში არსებული პროცედურული დარღვევები იქნება ასახული.

სახალხო დამცველის აპარატი ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს. ნანუაშვილის თქმით, რეკომენდაციების ადრესატები იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი იქნებიან.