ომბუდსმენი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის შესწავლაში ჩაერთვება

ომბუდსმენი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის შესწავლაში ჩაერთვება

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხის შესწავლაში სახალხო დარცველის ოფისი დღეიდან ჩაერთვება. 

როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალურ დასკვნას აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისი რამდენიმე დღეში დადებს.

"აგრარულ უნივერსიტეტზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ორი საკითხი, პირველია ის, რომ ათასობით სტუდენტის უფლება განათლებაზე არ უნდა იყოს დარღვეული, თუმცა ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ საკითხის სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე. ჩვენი ჩართვა დღეიდან დაიწყება და რამდენიმე დღეში გვექნება ჩვენეული დასკვნა და დეტალური ინფორმაცია. მთავარია, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევა და ასევე მთავარია დავიცვათ კანონის უზენაესობა და სამართლებრივ ჩარჩოებს არ გავცდეთ".

ნანუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას გაუჭირდება კომენტარი იმის შესახებ, თუ რამდენად იყო ეს საკითხი პოლიტიკური, რადგან საბჭოს მხრიდან მსგავსი პრეცედენტები აქამდე მისთვის ცნობილი არ არის.

"იგივე კახა ბენდქიძეს აქვს სხვა უნივერსიტეტი, რომლის მიმართაც საბჭოს მხრიდან არანაირი ქმედება არ განხორციელებულა", - განაცხადა ნანუაშვილმა.