თინა ხიდაშელი –

თინა ხიდაშელი – "ნაციონალურ მოძრაობას" ათით ნული მოვუგეთ

გუშინ "ნაციონალურ მოძრაობას" ვენეციის კომისიაში ათით ნული მოვუგეთ, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ვენეციის კომისიის მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" მიღებულ დასკვნას.

ამასთან, ხიდაშელი მოუწოდებს საზოგადოებას, არ აყვეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ტყუილებს და სიმართლე თავად კომისიის დასკვნაში ეძებოს.

"ნურც თინა ხიდაშელს დაუჯერებთ და ნურც ნურავის. თავად წაიკითხეთ. ნუ მივცემთ ამ ხალხს უფლებას, კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში საზოგადოება. გუშინ ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" ათით ნული მოვუგეთ ვენეციის კომისიაში. მესმის, რომ ამის პარალელურად ტყუილების ხარისხი იზრდება, მაგრამ აიღეთ დასკვნა და წაიკითხეთ", - განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ერთი-ერთზე ემთხვევა იმას, რაც კომისიას საქართველოს მთავრობამ შესთავაზა.

"მივიღეთ დასკვნა, რომელიც ერთი-ერთზე ეთანხმება იმას, რაც ვენეციის კომისიას ჩვენ შევთავაზეთ და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების და ინტერპრეტაციის გარეშე. ეს კანონი საქართველოს მოუტანს მაღალ შანსს, მივიღოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა", - დასძინა ხიდაშელმა.