2013 წლის თებერვალში ამორტყმული ჩეკების რაოდენობამ გასული წლის მონაცემებს 2 მილიონით გადააჭარბა

2013 წლის თებერვალში ამორტყმული ჩეკების რაოდენობამ გასული წლის მონაცემებს 2 მილიონით გადააჭარბა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქვეყანაში ბიზნესის, მათ შორის, საშუალო და მცირე საწარმოთა ბრუნვისა და გაყიდვების ზრდის ტენდენციას მორიგი მონაცემებით ადასტურებს.

როგორც სამინისტროდან გვაცნობეს, 2013 წლის თებერვალში საკონტროლო-სალარო აპარატებით ამორტყმული ჩეკების რაოდენობამ თითქმის 2 მილიონით გადააჭარბა გასული წლის თებერვლის მონაცემებს, ხოლო აღნიშნული ჩეკებით გადახდილი თანხის მოცულობა დაახლოებით 150 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„აღსანიშნავია, რომ ზრდა დაფიქსირდა ასევე მიმდინარე წლის იანვარშიც, როგორც ამორტყმული ჩეკების რაოდენობის, ასევე ჩეკებით გადახდილი თანხების მოცულობის მიხედვით,“ – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.