ქართველ მორაგებთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩს დღეს თბილისში, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15.00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს. თამაშს ირლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
ესპანელები თბილისში ოთხი დღით ადრე ჩამოვიდნენ. დღემდე ერთა თასზე სამი თამაშიდან მათ ორი წააგეს და ერთში ფრე ითამაშეს.
საქართველოს ნაკრებს კი - სამი თამაშიდან სამივე მოგებული აქვს, შესაბამისად ჯგუფში პირველ ადგილზეა.
ამასთან, შარშან საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებთან წააგო და ქართველი მორაგბეები რევანშისთვის ემზადებიან.
საქართველოს ნაკრების განაცხადაში დღეს შემდეგი მორაგბეები არიან: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. რეზო ბელქანია, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია. 16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური
ესპანეთი: 15. სესარ სემპერე, 14. ჟულიენ გოია, 13. კარლოს ბლანკო, 12. ხაიმე ნავა, 11. მატიას ტუდელა, 10. კორი სიმპსონი, 9. ხაუნ კერეტო. 1. დავიდ გურგენიძე, 2. ლასა უნაი, 3. ხესუს მორენო, 4. მეთიუ კუკი, 5. ხესუს რეკუერდა, 6. ხუან მაგუნასელაია, 7. გლენ როლსი, 8. ლიონელ პარდო.
16. ავგუსტინ ორტისი, 17. ჯო ჰატჩინსონი, 18. ხუან ნავა, 19. ჯეკი კარტერი, 20. ნიკ მარშალი, 21. ხუან ტუდელა, 22. პაბლო ფეიხოო, 23. ტომ პარკერი.
გარდა ამისა, დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის რაგბიდან გაცილების ცერმონიაც გაიმართება.