ვენეციის კომისიის მიერ მიღებული დასკვნა და რეკომენდაციები სრულ თანხვედრაშია ჩვენს შეხედულებებთან და კანონპროექტის დებულებებთან , რომელიც სასამართლო ხელისუფლების რეფორმას ითვალისწინებს, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ვენეციის კომისიის მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებულ დასკვნას.
Mმისივე განმარტებით, მაღალი ტრიბუნიდან ცალსახად ითქვა, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობდა, დემოკრატიასთან არ არის თავსებადი და წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან.
"დასკვნაში პოზიტიურად და პროგრესულად არის შეფასებული ყველა ცვლილება, რომელიც ჩვენს მიერ არის შეთავაზებული. კომისია იზიარებს არა მხოლოდ ცვლილებებს, არამედ მათ გამომწვევ მიზეზებს და დღეს მათი მიღების აუცილებობას. შეუძლებელია განსხვავებული დასკვნა ყოფილიყო, ვინაიდან იმის ნაცვლად, რომ სასამართოს თავმჯდომარემ წარადგინოს საბჭოს წევრები, რომელთაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არა კონფერენცია, არამედ აღამსრულებეალი კომიტეტი ირჩევს, ჩევნ ვთავაზობთ მოსამართლეთა კონფერენციაზე შეუზღუდავი კენჭისყრის უფლებას, როდესაც არჩევნები ფარულად ტარდება და ყველას აქვს შესაძლებლობა არჩეულ იქნას.
ასევე, პროგრესის და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული ჩვენს მიერ შეთავაზებული სხვა დებულებებიც. ამასთანავე, წინააღმდეგობრივ დებულებაზე, რომელიც საბჭოს წევრების მანდატის შეწყვეტას ეხება, ვენეციის კომისია დაეთანხმა ჩვენს გარდამავალ დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ახალი დემოკრატიული მოდელის დღევანდელობასთან დაახლოებას და, შესაბამისად, არჩევნების ახალი წესის გამოყენებას იმ პირებთან მიმარებაში, ვინც დანიშნული არიან ადმინისტრაციული საბჭოს მიერ", - აცხადებს ხიდაშელი.
აღნიშნულ კონტექსტში, დეპუტატის განმარტებით, დასკვნა ლოგიკური და ნათელია, რეკომენდაციები კი მისაღები და ადეკვატური.
ხიდაშელი იტალიაში, ვენეციის კომისიაში ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად რამდენიმე დღეა მუშაობს. ის საქართველოში დღეს დაბრუნდება.