დავით უსუფაშვილმა მე რატომ მომცა პრემია, მას უნდა ჰკითხოთ, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დეპუტატი თავისთვის პრემიას არ იწერს, პრემიის გამოწერა ხელმძღვანელობის მიერ ხდება და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებასაც სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელობა იღებს.
"დავით უსუფაშვილმა მე რატომ მომცა პრემია ან ჩემს რომელიმე კოლეგას, ალბათ უფრო მას უნდა ჰკითხოთ, ლოგიკური ეს იქნება. მე რომ არ გამომიწერია ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, კარგად იცით", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
მერვე მოწვევის პარლამენტში გიორგი ბარამიძემ პრემიის სახით 8 562 ლარი მიიღო.