კახა ბენდუქიძის მფლობელობაში არსებულ აგრარულ უნივერისტეტში ავტორიზაციის კომისიამ დარღვევები აღმოაჩინა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა განაცხადეს.
მათი თქმით, კომისიის წარმომადგენლები უნივერსიტეტში 3 იანვარს შევიდნენ და არის საფრთხე, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია ჩამოერთვას. სტუდენტები კომისიის დასკვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სწავლის დონეც და უნივერსიტეტში არსებული პირობებიც გაუმჯობესდა.
რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, ერთ-ერთ მაგალითად სტუდენტებმა ახალგაზრდა ლექტორები დაასახელს. მათი თქმით, კომისია თვლის, რომ ახალგაზრდა ლექტორები მათ არ უნდა ასწავლიდნენ. სტუდენტების განცხადებით, კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება, ავტორიზაციის საკითხი 11 მარტს გახდება ცნობილი. სწორედ დღეს, 11 მარტს, უნივერისტეტის სტუდენტები ავტორიზაციის ცენტრთან გამართავენ აქციას და საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ დააფიქისრებენ. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ მანამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრთან შეხვედრა გაიმართოს.