ყველაზე ბედნიერი თქვენ ბრძანდებით, რადგან ვერ ხედავთ რეალობას, მაგრამ თქვენ ხედავთ სულს, _ ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში უსინათლოთა კავშირის წევრებს.
უწმინდესმა საპატრიარქოში უსინათლოთა კავშირის წევრები მიიღო, დალოცა და მათთან ერთად "ალილუია" იგალობა.
"ვფიქრობ, რომ რთულ დროს, როცა კეთილსა და ბოროტს თითქმის ვეღარ არჩევს ადამიანი, ყველაზე ბედნიერი თქვენ ბრძანდებით, იმიტომ, რომ თქვენ ვერ ხედავთ ამ რეალობას, მაგრამ თქვენ ხედავთ სულს. თქვენ უფრო მეტს ხედავთ, ვიდრე სხვები, ვინც ხედავს ფიზიკურს. ამიტომ ყველაზე ბედნიერი თქვენ ბრძანდებით", _ ბრძანა უწმინდესმა შეხვედრაზე.