პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა დღეს რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფარ "ქსენონში" მცხოვრებ ქალებს 8 მარტი მიულოცა.
ზვიად ძიძიგური მოხუცებულთა სახლს რუსთავის #7 სკოლის პირველკლასელებთან ერთად ესტუმრა. ბავშვებმა მოხუცებს 8 მარტი მიულოცეს და მცირე საგაზაფხულო წარმოდგენა მოუწყვეს. როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება საზოგადოების მხრიდან.
ძიძიგურის განცხადებით, როგორც შეიტყო, ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფარზე ზრუნავს. ბიუჯეტიდან თანხებია გამოყოფილი მოხუცებულთა თავშესაფარის კომუნილური ხარჯებისა და კვებისათვის.