საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე 16 ღია ელექტრონული ტენდერი ჩაატარა .
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 11,4 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების საქონელი და მომსახურება 9,5 მლნ ლარად შეისყიდა. მიღებულმა ეკონომიამ 1,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც სავარაუდო ღირებულების 16,5%-ს შეადგენს.