უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს თბილისის მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა .
თბილისის მოედანი საქართველოს ელჩმა ზვიად ჭუმბურიძემ და ბუდაპეშტის ვიცე-მერმა ტამაშ სენტეშმა გახსნეს. ცერემონიაზე საქართველოს ელჩმა ზვიად ჭუმბურიძემ ბუდაპეშტის ვიცე-მერს გადასცა საელჩოს მედალი "საქართველოს მეგობარი" ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
ბუდაპეშტში თბილისის მოედნის გახსნის საკითხზე საქართველოს საელჩო მოლაპარაკებებს 2010 წლიდან აწარმოებდა. მოლაპარაკებების შედეგად, ბუდაპეშტის მერიის გენერალური ასამბლეის 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქალაქის ერთ-ერთ მოედანს მიენიჭა თბილისის სახელი.
ბუდპეშტში 2010 წელს დაარსდა ასევე შოთა რუსთაველის მოედანი და დაიდგა პოეტის ძეგლი.