სამართალმცოდნე და ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს და ამის საფუძველი არსებობს. მის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და კოტე კუბლაშვილის გუშინდელ შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდოამრის იმპიჩმენტის საკითხი ვერ განიხილებოდა, რადგან ამის უფლება ივანიშვილს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს არ ჰქონდა. მისი თქმით, ის ან პარლამენტის წევრი უნდა ყოფილიყო ან საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელი, რომ აღნიშნული საკითხი წინ წამოეწია.
„თუ არის იმპიჩმენტის საფუძვლები სახეზე და მე ვამბობ, რომ არის, თუნდაც ჩვენზე, ე. წ. მეამბოხე მოსამართლეების წინააღმდეგ განხორცილებული დევნა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აიძულებდა მოსამართლეებს დაეტოვებინათ სამსახური. მეც იურისტი ვარ და ვიცი, რომ იმპიჩმენტის საფუძველი კუბლაშვილის რამდენიმე მოქმედებიდან გამომდინარე არსებობს,“ - აღნიშნა გვენეტაძემ.