სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მჯავრდებულებისთვის, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის მიხედვით კვირაში ერთხელ რეგისტრაციისთვის უწევთ პრობაციის ბიუროში გამოცხადება, შეღავათიანი რეჟიმი ამოქმედდება.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ასეთ პირებს ორ კვირაში ერთხელ ექნებათ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულება. გიორგაძის თქმით, პრობაციის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხი და მომავალშიც გეგმავს მათ მიმართ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.